ფეხბურთი

16:25 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი რიბერი გახდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სერია A-ს სექტემბრის თავის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნული ცნობა იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ სერია A თვის საუკეთესო ფეხბურთელს პირველად ავლენს და რიბერიც დებიუტანტი გამარჯვებულია.

ვეტერანმა ფრანგმა სექტემბერში ორი გოლი გაიტანა („ატალანტასთან“ და „მილანთან“), ხოლო ერთხელ საგოლე პასი („სამპდორიასთან“) მიითვალა.

რიბერი კუთვნილ ჯილდოს 6 ოქტომბერს, "არტემიო ფრანკიზე" "უდინეზესთან" მატჩის დაწყებამდე მიიღებს.

0.111591