სხვა

15:09 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველ ქალაქ კანდიდატებს IOC-ის ორი კომისია შეისწავლის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ივნისის 134-ე სესიაზე ოლიმპიური თამაშების მომავალი მასპინძელი ქალაქების არჩევის გამარტივებული წესები შეიმუშავეს, ამ დღეებში კი IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ განიხილა და მოიწონა ის, თუ როგორ უნდა დაინერგოს და განხორციელდეს ახლებური მეთოდი.

IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ მომავალი ოლიმპიური დედაქალაქების შემრჩევი ორი კომისია და მისი შემადგენლობები დაამტკიცა, რომლებიც თავის მხრივ IOC-ის აღმასრულებელ საბჭოსვე რჩევებს შესთავაზებენ, ხოლო საბჭო IOC-ის სესიაზე განსახილველად გაიტანს.

ზაფხულის თამაშების მასპინძლობის მსურველ ქალაქ კანდიდატების შემსწავლელ კომისიას, რომელიც ათი წევრისგან შედგება, უხელმძღვანელებს ნორვეგიელი კრისტინ კლოსტერ აასენი, ხოლო ზამთარის კომისია, რომელშიც რვა წევრი შედის, რუმინელ ოქტავიან მორარიუს ჩაბარდა.

GEONOC.ORG.GE

0.156691