ფეხბურთი

0:59 | 5.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ "სკუადრა აძურას" შემადგენლობა გაასაჯაროვა

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ორი უახლოესი მატჩისთვის ცნობილია. რობერტო მანჩინის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზურის ოფიციალურად მოპოვებასთან ერთადერთი ქულა აშორებს და ბუნებრივია, დასახული მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს.

ვთქვათ, რომ იტალიის ნაკრების რიგებში ერთი დებიუტანტია, "ნაპოლის" მარჯვენა მცველი ჯოვანი დი ლორენცო. მთლიანობაში კი, რობერტო მანჩინიმ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), პიერლუიჯი გოლინი (ატალანტა), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), დანილო დ’ამბროზიო (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ალესიო რომანიოლიო (მილანი), ლეონარდო სპინაცოლა (რომა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ფედერიკო კიეზა (ფიორეტინა), სტეფან ელ შაარავი (შანხაი შენჰუა, ჩინეთი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი)

იტალიის ნაკრები 12 ოქტომბერს, რომში საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ ვადუცში, ლიხტაინშტაინს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108974