ფეხბურთი

11:53 | 4.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „სტანდარდთან“ გამარჯვება ფანტასტიკური იყო“

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ბელგიურ „სტანდარდთან“ გამარჯვებას (4:0), „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ფანტასტიკური უწოდა.

„ორ მატჩში 6 ქულის მოგროვება ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, როცა მოთამაშეები ბოლომდე იხაჯებიან.

ეს ფანტასტიკური გამარჯვება იყო. თუმცა დეტალური ანალიზია საჭირო, რათა სამომავლოდ უფრო დავხვეწოთ თამაში. ორშაბათის მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ცოტა დაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც ჩინებულად გაირჯნენ.

ახალგაზრდა მოთამაშეებს მეტი შანსი უნდა მივცეთ. რამდენიმე მათგანი უკვე მზადაა პირველ გუნდში სათამაშოდ.“ - უთხრა ემერიმ BT Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112063