სხვა

23:50 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

Olympic Channel პირდაპირ ეთერში გადასცემს ლოზანის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) არხი Olympic Channel პირდაპირ ეთერში აჩვენებს ლოზანის ზამთრის III ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს.

გარდა ამისა, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დღეებში არხის ონლაინ-პლატფორმებზე უჩვენებენ ახალგაზრდა ათლეტებზე და სპორტის სახეობებზე მომზადებული გადაცემებს.

ასპარეზობებისთვის თვალყურის მიდევნება შესაძლებელი იქნება ოფიციალურ ციფრულ ველზე, მათ შორის YouTube-ზე და SmartTV-ზე.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში არც სოციალური ქსელი დავიწყებიათ. სპორტის მოყვარულებს Facebook-ის, Twitter-ის და Instagram-ის მეშვეობით ათლეტებთან ურთიერთობის საშუალება მიეცემათ, ასევე შეიტყობენ კულისებს მიღმა ამბებს, მონაწილეობას მიიღებენ კონკურსებში.

ლოზანა ზამთრის III ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2020 წლის 9-22 იანვარს. მასში მონაწილეობას მიიღებს 15-დან 18 წლამდე 1880 სპორტსმენი.

geonoc.org.ge

0.116155