ფეხბურთი

22:57 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მარკინიოსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"პარი სენ ჟერმენი" ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველს მარკინიოსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. სამხრეთამერიკელს კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და პსჟ-ს სურს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივოს. აღნიშნული ინფორმაცია Le10Sport-მა გაავრცელა.

მარკინიოსი პარუზილ გრანდში 2013 წელს "რომადან" გადავიდა. ბრაზილიელი ტომას ტუხელის გეგმებში შედის და კლუბს მისი შენარჩუნება უნდა. სამხრეთამერიკელმა პსჟ-ს მაისურით ბოლო 6 წელიწადში 256 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. მარკინიოსი საფრანგეთის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101365