ფეხბურთი

16:14 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "ღამ-ღამობით ძილის დროს ტაქტიკაზე ვსაუბრობ და მეუღლეს ვაშინებ"

„ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ ღამით ძილის დროს ტაქტიკურ მონახაზებზე საუბრობს და საკუთარ მეუღლეს აშინებს. თანაც, გერმანელის განცხადებით, ეს ხშირად ხდება.

„შუა ღამით ხშირად ვიღვიძებ და ვაშინებ ჩემს მეუღლეს, რადგან ძილის დროს ზოგიერთ ფეხბურთელს ტაქტიკურ მითითებებს ვაძლევ და ვყვირი. მე ეს არ მესმის და შემდეგ მეუღლე მეუბნება, ცოტა გაღიაზიანებულია. პრობლემა ის არის, რომ ეს ხშირად ხდება“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი „ჰოფენჰაიმს“ 2016-2019 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო ზაფხულიდან მოყოლებული „ლაიფციგს“ უდგას სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112459