თამაშგარე

12:50 | 3.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტინა ვალკოვა “დიდ ფიცარნაგს“ ვერ ღალატობს

ავადსახსენებელი სოციალისტური ბანაკი ახალი დაშლილი იყო, როდესაც აღმოსავლეთ ევროპელმა ლამაზმანებმა მთელს მსოფლიოში გააღწიეს და საკუთარი სილამაზით დაატყვევეს აქამდე “რკინის ფარდის“ აქეთ მცხოვრებ ლამაზმანთა სილამაზის არმცოდნე დანარჩენი მსოფლიო.

ერთ-ერთი პირველთაგანი აღმოსავლეთევროპელი მოდელი, რომელმაც დასავლეთში წარმატებას მიაღწია, სლოვაკი ყოფილი მოცურავე, მარტინა ვალკოვა იყო, რომელმაც იტალიაში, ეპანეთში, საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთში ძალიან კარგი კარიერა გაიკეთა და ყველას დაუმტკიცა სლოვაკეთის მიწაზე მობინადრე ასულთა განსაკუთრებულობა.

ყოფილი მოცურავე ამჟამად 43 წლისაა მოყრილი, მაგრამ წელთა მატება მას კარიერაში ხელს ჯერჯერობით ვერ უშლის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ძირითადად მხოლოდ დიასახლისთა სამოსის გასაპიარებელ ჩვენებებზე იწვევენ, მარტინა ვალკოვა “დიდი ფიცარნაგიდან“ წასვლას არ ჩქარობს.

0.125503