ფეხბურთი

18:20 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი ამ სეზონში სამწვრთნელო საქმიანობას არ დაუბრუნდება

„იუვენტუსის“ ყოფილმა დამრიგებელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულამდე სამწვრთნელო საქმიანობას არ დაუბრუნდება - გვამცნობს Corriere dello Sport.

აქტიური მუშაობისგან ალეგრი ჯერჯერობით თავს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კლუბისგან აქვს შეთავაზებები.

მაგალითად, მას „მანჩესტერ იუნაიტედი“ იწვევდა, რომელსაც სეზონის სტარტზე ულე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით პრობლემები აქვს. ასევე „მილანს“ სურდა მისი გადაბირება, რომელშიც 2010-14 წლებში მუშაობდა. ასვე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, იტალიელი სპეციალისტი „ტოტენჰემში“ მაურისიო პოჩეტინოს შეცვლისო.

ალეგრის ბოლო სამუშაო ადგილი „იუვენტუსი“ იყო, სადაც ის 2014-19 წლებში იღვწოდა. ტურინული კლუბი მისი ხელმძღვანელობით ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

0.114931