ფეხბურთი

12:48 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩო "რეალს" სამი თვე დააკლდება

ჩემპიონთა ლიგაზე "რეალი" "ბრიუგეს" 2:2 დაუზავდა. მატჩის 46-ე წუთზე "რეალის" მცველმა ნაჩო გონსალესმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე მარსელო გამოვიდა.

ნაჩომ მუხლი დაიზიანა, რის გამოც მოედანზე სამი თვე ვერ გავა, აღნიშნულ ინფორმაციას "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მცველი "რეალის" ღირსებას 2010 წლიდან იცავს, სადაც 193 შეხვედრა ჩაატარა და 93 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110095