ფეხბურთი

10:48 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრების „დინამომ“ მოსკოვის „სპარტაკის“ ანტირეკორდი „დაამხო“

ზაგრების „დინამომ“ მოსკოვის „სპარტაკის“ ანტირეკორდი „დაამხო,“ ჩემპიონთა ლიგაში გასვლითი მატჩების ზედიზედ წაგების რაოდენობით. ხორვატული კლუბი ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მანჩესტერში „სიტისთან“ 0:2 დამარცხდა. ეს
„დინამოს“ ზედიზედ მე-13 გასვლითი წაგება აღმოჩნდა ტურნირში.

მანამდე, მიჯრით 12 მარცხით, „დინამო“ „სპარტაკთან“ ერთად იზიარებდა ანტირეკორდს.

ორი ტურის შემდეგ, ზაგრებელები, C ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზე დგანან. ლიდერი კი „მანჩესტერ სიტია.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115545