ფეხბურთი

9:07 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: „ეს გერმანული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იყო“

„ტოტენჰემთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, 7:2 მოგების შემდეგ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს გერმანული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იყო.

„ცხადია, ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდით. ვიცოდით რაც გველოდა. თავიდან „ტოტენჰემმა“ წნეხში მოგვაქცია. ჩვენ კი აგრესიულობა გვაკლდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ნახევარ საათს. შემდეგ კი ჩინებულად ავთამაშდით.

შესვენების წინ გატანილი მეორე გოლი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. მეორე ტაიმში კი ყველაფერი გამოგვდიოდა. ეს გერმანული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იყო. თუმცა, ხვალიდან ისევ ბუნდესლიგაზე უნდა გადავერთოთ.

წლეულს დიდი ამოცანების წინაშე ვდგავართ და ბევრის მიღწევა გვინდა.“ - ციტირებს ხორვატი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

სტატისტიკა
0.22617