თამაშგარე

11:51 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვის ჩახედა თვალებში ნარა ალმეიდამ?

ჩვენი რუბრიკა ბრაზილიელი ლამაზმანების გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია. მით უმეტეს, რომ ბრაზილთა ქვეყნის დიადი ასულნი დღენადაგ იმის ცდაში არიან, თავი რაიმეთი გამოიჩინონ, რომ ბულვარულმა მედიამ მათი ნათქვამი ან ნამოქმედარი აიტაცოს და არც ჩვენ დავრჩეთ გემრიელი ამბების გარეშე.

მედიის ყურადღების მისაპყრობად ბრაზილიელ მოდელს და საფეხბურთ კლუბ “ბელუ ორიზონტის“ თილისმას, ნარა ალმეიდას ნამდვილად არ დასჭირვებია რაიმე ეპატაჟურის მოგონება, რადგან საშინელ ავარიაში მოყვა და აშკარა სიკვდილს თავისი ლამაზი თვალებით უჟმურ სახეში ჩახედა.

საბედნიეროდ ყველაფერი ზღაპარივით ძალიან კარგად დასრულდა და როგორც ექიმები ვარაუდობენ, ახლა უკვე საავადმყოფოდან გამოწერილი ბრაზილიელი ლამაზმანი სულ მალე კვლავ შეძლებს თამამი ფოტოსესიებით მისი ფანების გახელებას. ეს ამბავი კი ჰაი ჰაი რომ კარგად გამოსდის!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120784