ფეხბურთი

2:59 | 2.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერჟ გნაბრი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა სერჟ გნაბრიმ ლონდონის „ტოტენჰემთან“ ნამდვილი ბენეფისი მოიწყო და ინგლისური გუნდის კარი ოთხჯერ(!) აიღო. საინტერესოა, რომ გერმანელმა ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.

შედეგად, გნაბრი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მეორე ნახევარში პოკერის შესრულება შეძლო. ნიშანდობლივია, რომ აქამდე „ბაიერნის“ შემტევს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი.

ისიც ვთქვათ, რომ 24 წლის გნაბრი მარიო გომესის შემდეგ მეორე გერმანელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში პოკერი გაიფორმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნმა“ ლონდონში, „ტოტენჰემი“ 7:2 გაანადგურა და B ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს.

სტატისტიკა
0.36327