ჩოგბურთი

20:56 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ტრავმის შემდეგ პირველი შეხვედრა მოიგო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვჩიმა ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, სადაც ტრავმა მიიღო, პირველი შეხვედრა ჩაატარა.

ტოკიოს ტურნირის პირველ წრეში ნოვაკმა ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში 4:4-ზე ნოვაკმა ბრეიკი შეასრულა და დაწინაურდა. მეორე პარტიაში კი ავსტრალიელი უშანსოდ იყო. ალექსეის მატჩში ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია, ნოლემ კი 12-დან სამი ბრეიკი გაახერხა.

ტურნირის 1/8-ფინალში სერბი, იაპონელ მსოფლიო რეიტინგის 135-ე ნომერს, სოედას დაუპირისპირდება, მატჩი 2 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე ტურნირზე ჯოკოვიჩმა წყვილთა თანრიგში იასპარეზა, სადაც ფილიპ კრაიანოვიჩთან ერთად პავიჩი-სოარსესის დუეტთან 2:6, 6:4, 4:10 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121393