ფეხბურთი

20:02 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცამ" ფეხბურთელს თანაგუნდელის გაქურდვის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

ფრანგულმა „ნიცამ“ ლამინე დიაბი-ფადიგას კონტრაქტი გაუწყვიტა. 18 წლის ფეხბურთელთან მკაცრი სანქციის მიზეზი კი თანაგუნდელის გაქურდვა გახდა.

დიაბი-ფადიგამ რამდენიმე დღის წინ, კლუბის ბაზაზე, გასახდელში დანიელი თავდამსხმელის, კასპერ დოლბერგის კუთვნილი საათი მოიპარა, რომლის ღირებულება 70 000 ევროს შეადგენდა.

ფეხბურთელმა მოგვიანებით დანაშაული აღიარა, რის შემდგომაც „ნიცამ“ მასთან თანამშრომლობა გაწყვიტა.

„ნიცამ“ ლამინე დიაბი-ფადიგასთან კონტრაქტი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც კასპერ დოლბერგს საათი მოპარა გუნდის გასახდელში. ფეხბურთელის აღიარების შემდეგ გუნდმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ყველანაირი სპორტული და ფინანსური საკითხისა, „ნიცა“ ვერ შეეგუება ასეთ საქციელსა და შეცდომას, რადგან ეს აზარელებს კლუბის იმიჯს და თანამშრომელთა სანდოობას“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 18 წლის ფეხბურთელი უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა და კონტრაქტი საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ „პარიზთან“ სწრაფად გააფორმა.

სტატისტიკა
0.410309