ფეხბურთი

19:09 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" საკადრო პრობლემები აქვს

იტალიურ „რომას“ საკადრო პრობლემები მოეძალა და ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა.

როგორც „ჯალორისის“ ვებგვერდი იტყობინება, ჰენრიხ მხითარიანმა „ლეჩესთან“ ბოლო ტურის მატჩში ტრავმა მიიღო და სამი კვირა იუქმებს. სომეხი ფეხბურთელი მინდორს მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

კიდევ უფრო სერიოზული დაზიანება აღენიშნება ლორენცო პელეგრინის. იტალიელმა ნახევარმცველმა მარჯვენა ფეხზე ოპერაცია დღეს დილით გაიკეთა და ლაზარეთში ორი თვის განმავლობაში დარჩება. აღსანიშნავია, რომ ტრავმა მხითარიანის მსგავსად „ლეჩესთან“ შეხვედრაში მიიღო.

23 წლის პელეგრინიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6-ჯერ ითამაშა და თავი 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო მხითარიანმა 4 თამაშში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108028