ისტორია

9:46 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

1 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1936. დაიბადა დანკან ედვარდსი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საკლუბო დონეზე ჩატარებულ 177 შეხვედრაში გაიტანა 21 გოლი. იყო ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და ასაკიდან გამომდინარე, გულშემატკივრები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. ტრაგიკულად დაიღუპა მიუნხენის 1958 წლის ავტოკატასტროფის შედეგად. ედვარდსის ორგანიზმმა ხელოვნური თირკმელი ვერ იგუა და ავარიიდან 15 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1889. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჰაარლემი”. 1946 წელს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, 1902 და 1912 წლებში კი ქვეყნის თასს ფლობდა. ამ კლუბში დაიწყო კარიერა რუუდ გულიტმა.

1916. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში გუნდის მეკარე კარლოს ისოლა პირველი გოლკიპერი გახდა, რომელმაც პენალტის მოგერიება შეძლო. ეს ურუგვაისთან მატჩის დროს მოხდა. არგენტინამ ის შეხვედრა 1:0 მოიგო.

1924. ფინელმა სტაიერმა ჰაავო ნურმიმ ერთ დღეში მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა. 4 კმ მან 19 წუთსა და 15,4 წამში დაფარა, ხოლო 5 კმ 24 წუთსა და 6,2 წამში გაირბინა.

1928. ჰაავო ნურმიმ 15 კმ-ზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (46:49).

1961. თბილისში მიმდინარე საკავშირო ჩემპიონატის მატჩი “დინამოსა” და ერევნის “სპარტაკს” შორის მეორე ტაიმის 22-ე წუთზე შეწყდა. არბიტრის ნიკოლაი ლატიშევის მსაჯობით უკმაყოფილო მაყურებელმა (რეფერიმ ქართველებს ორი გოლი არ ჩაუთვალა) მინდორზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, ლატიშევი კი გასახდელში მიიმალა. იმ დროისთვის ერევნელები 3:1-ს იგებდნენ. საბოლოოდ თბილისის “დინამოს” წაგება ჩაუთვალეს.

1967. თბილისის “დინამომ” შვეიცარიული ტურნეს მსვლელობისას ლეცერნში “ლუცერნთან” 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე, რეხვიაშვული (ბ. სიჭინავა), კანთელაძე, შერგელაშვილი, პეტრიაშვილი, იამანიძე, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გ. ნოდია (დათუნაშვილი), მესხი (ლ. ნოდია).

1975. მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯო ფრეზერი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტუილი მოიპოვა. მატჩი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდა.

1977. ნიუ იორკში ფეხბურთიდან ედსონ არანტეს დო ნასიმენტუს (პელე) გაცილების ცერემონიალი შედგა. პელემ 1363 ოფიციალურ შეხვედრაში 1281 გოლის გატანა მოახერხა. იგი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი (1958, 1962 1970) და ფიფას ვერსიით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ხშირად “ფეხბურთის მეფედ” მოიხსენიებენ.

1980. თბილისის “დინამომ” თასების მფლობერლთა თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალის განმეორებით მატჩში, საბერძნეთის “კასტორიას” 2:0 მოუგო (პირველი შეხვედრა სალონიკში 0:0 დასრულდა) და მერვედფინალში გავიდა. გოლები ვლადიმერ გუცაევმა და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო”: გაბელია, მუჯირი, ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, კაკილაშვილი, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი (ქორიძე), შენგელია (ჩელებაძე). “დინამოს” ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1988. კანადელი მოცურავე კეროლინ ვალდო ამ ქვეყნის პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიადების ისტორიაში ოქროს ორი მედალი მოიპოვა.

1988. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრები სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში სსრკ-ის ნაკრებმა ბრაზილიას დამატებით დროში 2:1 მოუგო. სხვებთან ერთად ოქროს მედალი გელა კეტაშვილმაც მიიღო, რომელიც ფინალში რომარიოს მეურვეობდა.

1993. დიდმა ბრიტანელმა მოკრივემ ლენოქს ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ფრენკ ბრუნო მეშვიდე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1995. ერიკ კანტონას “კრისტალ პალასის” გულშემატკივრისთვის წიხლის ჩარტყმის გამო მისჯილი ცხრათვიანი დისკვალიფიკაციის ვადა ამოეუწურა. ფრანგმა “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება გოლით აღნიშნა. “ლივერპულთან” პრინციპულ შეხვედრაში მან 71-ე წუთზე პენალტის რეალიზაცია მოახერხა, შეხვედრა კი 2:2 დასრულდა.

2004. დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა პოპულარულ სპორტულ ჟურნალს “სპორტს ილუსთრეითის”.

2005. ქვემძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ანტონიო ტარვერმა როი ჯონსი-ჯუნიორი დამაჯერებლად დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2006. ბრაზილიის ნაკრებიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა “მილანის” მეკარე დიდამ. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ჰოლანდიის ნაკრების მოთამაშე მარკო ვან ბომელმა.

2006. 23 წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ პოსტიდან გადადგა ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის “ჰეერენვეენის” მეთაური რიემერ ვან დერ ველდე. იგი კოოს ფორსმამ შეცვალა.

2011. კოლუმბიაში მიმდინარე ქალ კალათბურთელთა FIBA Americas Championship-ის ფინალში ბრაზილიამ არგენტინას 74:33 მოუგო და მეხუთედ მოიპოვა დასავლეთ ნახევარსფეროს უძლიერესი ნაკრების ტიტული. მესამე ადგილისთვის მატჩში კანადამ კუბას 59:46 სძლია.

ამ დღეს დაიბადნენ

1903. მაქსი როზენბლუმი. ამერიკელი მოკრივე. მძიმე წონით კატეგორიაში 1932-34 წლებში ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1936. დანკან ედვარდსი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საკლუბო დონეზე ჩატარებულ 177 შეხვედრაში გაიტანა 21 გოლი. იყო ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და ასაკიდან გამომდინარე, გულშემატკივრები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. ტრაგიკულად დაიღუპა მიუნხენის 1958 წლის ავტოკატასტროფის შედეგად. ედვარდსის ორგანიზმმა ხელოვნური თირკმელი ვერ იგუა და ავარიიდან 15 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

1946. ევა კლობუხოვსკა. პოლონელი სპრინტერი ქალი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1966. ჯორჯ ვეა (ჯორჯ ტავლონ ოპონგ უსმან ვეა). ლიბერიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “მონაკოს”, პსჟ-ს, “მილანის”, “ჩელსისა”, “მანჩესტერ სიტის”, მარსელის “ოლიმპიკის” და “ალ-ჯაზირას” ფორვარდი. 1995 წლის მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. დაასახელეს აფრიკის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად. საფრანგეთის ჩემპიონი (1994) და თასის მფლობელი (1991, 1993, 1995). იტალიის ჩემპიონი (1996, 1999). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი (2000). ლიბერიის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 60 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 2005 წელს ჯორჯ ვეამ საკუთარი კანდიდატურა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა და რამდენიმე პროცენტით ქვეყნის ფინანსთა მინისტრთან დამარცხდა.

1967. გიორგი ჩიხრაძე. საქართველოს ნაკრების, გაგრისა და სოხუმისდინამოს”, სოხუმისცხუმის”,დონეცკისშახტარის”, თბილისისლოკომოტივისმცველი. გამოდიოდაჩინეთისკლუბებშიც.საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 24 მატჩი. იყო თბილისისამერისმთავარიმწვრთნელი.

1970. მოზეს კოპტანუი. კენიელი მძლეოსანი. სტიპლჩეიზში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. 3000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს ჩემპიონი.

0.167377