ფეხბურთი

9:08 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ პრემიერლიგაში მე-100 მატჩი ითამაშა

30 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალს“ უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა.

ეს მატჩი მე-100 გამოდგა პრემიერლიგაში მანჩესტერელთა ფრანგი ნახევარმცველისთვის, პოლ პოგბასთვის.

პოგბა „მანჩესტერში“ 2011-12 წლებშიც თამაშობდა. 2012-ის ზაფხულში კი „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ოთხი სეზონის შემდეგ „მანჩესტერმა“ ის დაიბრუნა და ტურინულ კლუბს 70 მილიონი ევრო გადაუხადა.

„მანჩესტერთან“ ფრანგის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119985