ჩოგბურთი

23:09 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვალიდან ბასილაშვილი პეკინში ტიტულის დაცვისთვის ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალიდან პეკინის 500-ათასიან ტურნირში ჩაერთვება და ტიტულის დაცვას შეუდგება.

ბასილაშვილის მეტოქე ATP-ს რეიტინგის 22-ე ჩოგანი გვიდო პელა იქნება. არგენტინელს ჩვენებური აქამდე ერთხელ შეხვედრია და გამარჯვება იზეიმა. 2018 წლის 31 აგვისტოს US Open-ზე 4 სეტში 6:3, 6:4, 1:6, 7:6 იმარჯვა.

აღნიშნული დაპირისპირება 1 ოქტომბერს, თბილისის დრით 10:30 საათზე დაიწყება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ნიკოლოზი მერვედფინალში გავა, სადაც სერბი დუშან ლაიოვიჩისა და ბერძენი სტეფანოს ციციპასის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ბასილაშვილმა პეკინში ტრიუმფალურად იასპარეზა და ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს აჯობა. შესაბამისად, ახლა 500 სარეიტინგო ქულის დაცვა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10215