ფეხბურთი

16:59 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ნაპოლი" ჩაკვეტაძეს კალეხონის შემცვლელად განიხილავს

ბელგიური „გენტის“ ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს იტალიური „ნაპოლი“ იწვევს. აღნიშნული ცნობა ესპანურმა გამოცემა Todofichajes.com-მა გაავრცელა.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, ჩაკვეტაძე ნეაპოლში ესპანელი ხოსე კალეხონის შემცვლელად ესახებათ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება და მხარეებმა შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.

წყაროს ცნობით, „ნაპოლიმ“ „გენტთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში 25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე აპრილის შემდეგ უთამაშებელია, რადგან ტრავმას მკურნალობდა. ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110449