ისტორია

9:42 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

30 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1962. დაიბადა დაიბადა ფრანკ რაიკაარდი (ფრანკლინ ედმუნდო რაიკაარდი). ჰოლანდიის ნაკრების (1981-94), “აიაქსის” (1980-87, 1993-95), ლისაბონის “სპორტინგის” (1987-88), “სარაგოსას” (1987-88 არენდა), “მილანის” (1988-93) ნახევარმცველი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1990 და 1994 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. 1989, 1990 და 1995 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგის თასი). იმავე წლებში მოიგო ევროპის სუპერთასი. 1987 წელს დაეუფლა თასების თასს. იტალიის ჩემპიონი (1992, 1993). იტალიის სუპერთასის მფლობელი (1988, 1992). ჰოლანდიის ჩემპიონი (1982, 1983, 1985, 1994, 1995). ჰოლანდიის თასისა (1983, 1986, 1987) და სუპერთასის (1993, 1994) მფლობელი. 1985 და 1987 წლებში დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად, 1991-92 წლების სეზონში კი აღიარეს იტალიის უპირველესი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ. წვრთნიდა ჰოლანდიის ნაკრებს (1998-2000), როტერდამის “სპარტას” (2001-02), “ბარსელონას” (2003-08), “გალათასარაის” და საუდის არაბეთის ნაკრებს (2011-2013). 2006 წელს კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, 2005 და 2006 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა და სუპერთასი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1659. ჰოლანდიელ პიტერ სტუივენსანტს აშშ-ში (ახალ ჰოლანდიაში) რელიგიური დღესასწაულებისას ჩოგბურთის თამაში აუკრძალეს. ეს არის ახალ კონტინენტზე პირველი ცნობა ჩოგბურთის თაობაზე.


1928. ბელგიელმა ველოსიპედისტმა ლეონ ვან დერ სტუიფტმა ერთ საათში რბოლის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ამ დროის განმავლობაში მან 76 მილი და 604 იარდი გაიარა.


1928. ლონდონის ლეგენდარულ “უემბლის” სტადიონზე მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდების პირველი მატჩი ჩატარდა.


1939. აშშ-ში ამერიკული ფეხბურთის პირველი ტელეტრანსლაცია მოეწყო.


1939. მოსკოვში “სპარტაკისა” და თბილისის “დინამოს” სათასო ნახევარფინალის გადათამაშება ჩატარდა. 8 სექტემბრის მატჩის შედეგი (1:0 მოსკოველებმა მოიგეს) არაობიექტური მსაჯობის გამო გაუქმდა. განმეორებითი შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მიუხედავად იმისა, უპირატესობას თბილისელები რომ ფლობდნენ, “სპარტაკმა” მატჩის მიწურულს გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მოახერხა 3:2.


1953. ფრანგი ავგუსტ-ჟაკ პიკარი ბატისკაფით ოკეანეში 3150 მეტრ სიღრმეზე დაეშვა, რაც მსოფლიოს რეკორდი გახლდათ.


1959. თბილისის “დინამომ” ჩეხოსლოვაკიური ტურნეს მსვლელობისას გოტვალდოვის ნაკრებს 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ვლადიმერ ბარქაიამ და თენგიზ მელაშვილმა გაიტანეს.


1962. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა ფეხბურთელმა პიტერ ლორიმერმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა “ლიდს იუნაიტედის” შემადგენლობაში. იმ დღეს ლორიმერი 15 წლისა და 9 თვის ასაკის იყო.


1964. ბელგიისა და ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრისას ბელგიელთა სასტარტო შემადგენლობაში ბრიუსელის “ანდერლეხტის” 10 მოთამაშე იყო, შესვენების შემდეგ კი “ლიეჟის” მეკარე ანდერლეხტელთა გოლკიპერმა შეცვალა და ბელგიელთა ეროვნული გუნდი მთლიანად ერთი კლუბის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გახდა. შეხვედრა ბელგიელებმა 1:0 მოიგეს, რომელთაგან გოლი კაპიტანმა ჯეფ ჟურიონმა გაიტანა.


1984. “მილანის” 21 წლის გულშემატკივარი მარკო ფონჯესი “სან სიროს” ტრიბუნებზე მომხდარი ჩხუბის დროს დანით დაჭრეს და საავადმყოფოში მიყვანის მეორე დღეს გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფონჯესის სასიკვდილო ჭრილობა ასევე “მილანის” ქომაგმა მიაყენა.


1987. თბილისის “დინამომ” უეფას თასის განმეორებით ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრაში ბულგარეთის სოფიის “ლოკომოტივს” 3:0 მოუგო (პირველი შეხვედრა ბულგარელებმა 3:1 გაიმარჯვეს) და მომდევნო ეტაპზე გავიდა. გოლები თენგიზ სულაქველიძემ, გია გურულმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს. “დინამოს” გერმან ზონინი წვრთნიდა.


1997. მოსკოვის “სპარტაკისა” შვეიცარიის “სიონის” საუეფასთასო განმეორებითი შეხვედრა 25 წუთის დაგვიანებით დაიწყო. შვეიცარიელებს “ლოკომოტივის” სტადიონის საფეხბურთო კარი “თვალში არ მიუვიდათ” და მსაჯებს აზომვა მოსთხოვეს. როგორც გაირკვა შუაში კარის სიმაღლე სტანდარტულთან შედარებით 15 სმ-ით დაბალი იყო, კუთხეებში კი 7-8 სმ-ით. ამის მიუხედავად შეხვედრა ჩატარდა და იგი ფრედ 2:2 დასრულდა. პირველი მატჩი რუსებმა 1:0 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე უნდა გასულიყვნენ, მაგრამ შვეიცარიელებმა შედეგი გააპროტესტეს და “სპარტაკისთვის” 0:3 წაგების ჩათვლას მოითხოვდნენ. საბოლოოდ უეფამ 15 ოქტომბერს გადათამაშება დანიშნა, რომელიც მოსკოველებმა 5:1 მოიგეს.


2004. თბილისის “დინამომ” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამოსვლის უფლება მოიპოვა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე პოლონეთის კრაკოვის “ვისლას” 2:1 მოუგო და ვინაიდან გასვლაზე 3:4 ჰქონდა წაგებული, ორი მატჩის ჯამში პოლონური ბარიერი დაძლია. დინამოელთაგან გოლები გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ (პენალტით) და მიხეილ კაკალაძემ გაიტანეს.


ამ დღეს დაიბადნენ


1944. ჯიმი ჯონსტონი (ჯეიმს კონოლი ჯონსტონი). გულშემატკივართა ვერსიით გლაზგოს “სელტიკის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. “გლაზგოელ კათოლიკეთა” ღირსებას 1963-75 წლებში იცავდა. 1967 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. შოტლანდიის ცხრაგზის ჩემპიონი (1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974) და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის შვიდგზის მფლობელი (1965, 1967, 1969, 1971, 1972, 1974, 1975). “სელტიკის” გარდა გამოდიოდა “სან ხოსე იტკვაიკერსში”, “შეფილდ იუნაიტედში”, “დანდიში”, “შელბურნსა” და “ელჯინში”. შოტლანდიის, აშშ-ის, ინგლისის, ირლანდიის საფეხბურთო ლიგებში ჩაატარა 341 მატჩი, გაიტანა 86 გოლი. 1964-74 წლებში გამოდიოდა შოტლანდიის ნაკრებში. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მონაწილე. შოტლანდიის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.


1946. ბარი ჰულსჰოფი (ბერნარდუს ადრიაან ჰულსჰოფი). ჰოლანდიის ნაკრების (1971-73), ამსტერდამის “აიაქსისა” (1965-77), “მაასტრიხტის” (1977-79) მცველი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. 1971., 1972 და 1973 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. 1972 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო თასს, 1972 და 1973 წლებში კი მოიგო ევროპის სუპერთასი. ჰოლანდიის შვიდგზის ჩემპიონი (1966, 1967, 1968, 1970, 1972, 1973, 1977) და ეროვნული თასის ოთხგზის მფლობელი (1967, 1970, 1971, 1972). ჰოლანდიის ჩემპიონატებში ჩაატარა 436 შეხვედრა, გაიტანა 23 გოლი. წვრთიდა ჰოლანდიის, ბელგიის, ავსტრიის კლუბებს. 2004 წლიდან აშშ-ის ფლორიდის შტატში “აიაქს ორლანდო პროსპექტის” დირექტორია, რომელიც “აიაქს ამერიკას” მარკეტინგული პროექტის შემადგენელი ნაწილია.


1959. ვლადიმირ მურავიოვი. ყაზახეთის სახელით მოასპარეზე მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1980 და 1988 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1987 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. 1985 წელს მოიპოვა ევროპის თასი.


1962. ფრანკ რაიკაარდი (ფრანკლინ ედმუნდო რაიკაარდი). ჰოლანდიის ნაკრების (1981-94), “აიაქსის” (1980-87, 1993-95), ლისაბონის “სპორტინგის” (1987-88), “სარაგოსას” (1987-88 არენდა), “მილანის” (1988-93) ნახევარმცველი. ევროპის 1988 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1990 და 1994 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. 1989, 1990 და 1995 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგის თასი). იმავე წლებში მოიგო ევროპის სუპერთასი. 1987 წელს დაეუფლა თასების თასს. იტალიის ჩემპიონი (1992, 1993). იტალიის სუპერთასის მფლობელი (1988, 1992). ჰოლანდიის ჩემპიონი (1982, 1983, 1985, 1994, 1995). ჰოლანდიის თასისა (1983, 1986, 1987) და სუპერთასის (1993, 1994) მფლობელი. 1985 და 1987 წლებში დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად, 1991-92 წლების სეზონში კი აღიარეს იტალიის უპირველესი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ. წვრთნიდა ჰოლანდიის ნაკრებს (1998-2000), როტერდამის “სპარტას” (2001-02), “ბარსელონას” (2003-08), “გალათასარაის” და საუდის არაბეთის ნაკრებს (2011-2013). 2006 წელს კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, 2005 და 2006 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა და სუპერთასი.


1980. გილერმო რიგონდო ორტისი. კუბელი მოკრივე. 54 კგ წონით კატეგორიაში სიდნეის 2000 და ათენის 2004 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2001 და 2005 წლებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.


1980. მარტინა ჰინგისი. სლოვაკი ჩოგბურთელი. 1997, 1998, 1999 წლებში გახდა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი. 1997 და 1999 წლებში მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. 1997 წელს გახდა უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 21 მილიონ 818 445 დოლარი.

0.126835