ფეხბურთი

14:55 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინი" "საუთჰემპტონთან" გამარჯვება დავიმსახურეთ"

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" შემტევმა ჰარი კეინმა "საუთჰემპტონთან" მოგებული პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "მამლებმა" მეორე ტაიმში მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.

"ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ცუდად გამოვიყურებოდით, 30-ე წუთის შემდეგ კაცნაკლულები ვიყავით და ძალიან გაგვიჭირდა. "საუთჰემპტონის" გოლის გატანის შემდეგ დაწინაურება მოვახერხეთ და მეორე ტაიმში ანგარიში შევინარჩუნეთ. საბოლოოდ გუნდმა კარგად ითამაშა." - განაცხადა კეინმა.

"ტოტენჰემს" "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში 31-ე წუთზე კაცი გაუგდეს და 39-ე წუთზე დანი ინგსმა ანგარიში 1:1 გახადა. 43-ე წუთზე კეინმა მასპინძლები დააწინაურა. მიმდინარე სეზონში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა შვიდ მატჩში 11 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118041