ფეხბურთი

14:16 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "გამარჯვებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა"

ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში მადრიდულ დერბიში "რეალი" და "ატლეტიკო" ერთმანეთს უგოლო ფრით დაუზავდნენ. მატჩისშემდეგ დიეგო სიმეონემ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოგებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა.

"ორივე გუნდისთვის რთული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტოქე გვჯობდა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა. მთლიანობაში შედეგი ლოგიკური იყო, არც ერთი გუნდი მოგებას არ იმსახურებდა. ბევრი შეცდომა დავუშვით და მომავალ შეხვედრებში ეს ყოველივე უნდა გამოვასწოროთ"- განაცხადა სიმეონემ.

შვიდი ტურის შემდეგ 15 ქულით "რეალი" პირველ ადგილზეა, ხოლო 14 ქულით "ატლეტიკო" მესამე პოზიციაზეა.

სტატისტიკა
0.264033