ფეხბურთი

22:45 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო ჰენდერსონი. სტერლინგის მე-100 საკლუბო გოლი

პრემიერლიგის მე-7 ტურში, ჩემპიონობის მთავარმა მაძიებლებმა, „ლივერპულმა“ და „სიტიმ“ თავისი შეხვედრები მოიგეს. აი, მე-3-4 ადგილებზე კი ცვლილებები მოხდა. „ლესტერი“ და „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში „ვესტ ჰემმა“ და „ტოტენჰემმა“ ჩაანაცვლეს. „ჩაქუჩები“ საერთოდ პირველად აღმოჩნდნენ მიმდინარე სეზონში საუკეთესო ოთხეულში.

ტურის გვიან მატჩში „ევერტონი“ „სიტის“ მასპინძლობდა და სუსტი დასაწყისის შემდეგ, თამაშიც და ანგარიშიც გაუთანაბრა. მაგრამ „ქალაქელებმა“ მაინც იძალეს. ჯერ მაჰრეზმა გაიტანა ეფექტური საჯარიმო, ბოლოს კი სტერლინგმა დააფიქსირა საბოლოო შედეგი - 1:3. მაგრამ „სიტისთვის“ ეს იოლი გამარჯვება არ ყოფილა.

„ტოტენჰემს“ ძლიან რთული მატჩი გამოუვიდა „საუთჰემპტონთან.“ თავიდან თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა. ნდომბელემ ანგარიში გახსნა და ჩრდილოლონდონელები თამაშსაც აკონტროლებდნენ. მაგრამ, 32-ე წუთზე ყველაფერი შეიცვალა. მასპინძელმა სერჟ ორიემ მოკლე მონაკვეთში ორი ყვითელი მიიღო და მინდორი დატოვა. მალევე „დეზების“ ფრანგმა მეკარემ, უგო ლორისმა გოლი „აჩუქა“ სტუმრებს.

თითქოს „ტოტენჰემის“ საქმე უარესობიკენ წავიდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, გამოჩნდა მშველელი - ჰარი კეინმა ისევ დააწინაურა მასპინძლები.

მეორე ტაიმში „საუთჰემპტონი“ ზეწოლას ცდილობდა, მაგრამ ლორისმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და თავისი შეცდომა ყველას დაავიწყა. ეგ კი არა, კეინმა კინაღამ მესამეც შეაგდო.

„ჩელსის“ თამაშში ნელ-ნელა იკვეთება ახალი დამრიგებლის, ფრენკ ლამპარდის ფილოსოფია. მათი თამაში უფრო მწყობრი და აგრესიული გახდა. მით უმეტეს, წინა ტურში „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ, საკუთარი მაყურებლის თვალწინ თავის გამოჩენა სურდათ და გამოუვიდათ კიდეც.

„არისტოკრატებმა“ უამრავი მომენტი შექმნეს სტუმართა კართან, თუმცა გატანა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მეისონ მაუნტმა პენალტი მოინადირა, რომელიც ზუსტად დაარტყა ჟორჟინიომ. დამთავრებამდე 15 წუთით ადრე კი, ვილიანმა მეორეც გაიტანა. „ბრაიტონი“ კი საერთოდ არ ჩანდა.

შაბათის სათამაშო დღე კი ლიდერი „ლივერპულის“ შეფილდში სტუმრობით დაიწყო. მერსისაიდელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. თუმცა ელიტის დებიუტანტი, „შეფილდი,“ ალბათ წლევანდელ სეზონში პირველი გუნდი იყო, ვისაც რეალურად შეეძლო იურგენ კლოპის კრებულისთვის ქულები აეწაპნა.

კრის ვაილდერის შეგირდები არ შეუშინდნენ მეისხანე მეტოქეს. უტევდნენ კიდეც და დაცვაშიც შებოჭეს მოწინააღმდეგე პრესინგით. ეგ არის, ოსტატობამ მაინც თავისი გაიტანა. თანაც, მომენტებს თუ დავითვლით, ისინი სტუმრებს მეტი ჰქონდათ. პირველ ტაიმში სადიო მანეს ორჯერ უნდა გაეტანა, მაგრამ ერთხელ პირისპირ გასულს მეკარემ აჯობა, მეორედ კი ბურთი ძელს მოხვდა.

ლივერპულელებს ორიოდ მომენტი მეორე ტაიმშიც ჰქონდათ. გოლი კი მოულოდნელი გავიდა. ვეინალდუმის დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარე დინ ჰენდერსონს ხელებში გაუცურდა და ფეხებს შორის გაუძვრა. შეიძლება შეცდომის მიზეზი კოკისპირული წვიმაც იყო, ბურთი სველი გახლდათ.

„ლივერპული“ კი სარეკორდო სვლით მიიწევს წინ. მიმდინარე სეზონში მათ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგეს და 21 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ სატურნირო ცხრილს. თუ გასული სეზონის ბოლოსაც დავამატებთ, მერსისაიდელებს მიჯრით 16 მოგებული მატჩი გამოუვათ.

ინგლისი

პრემიერლიგა. 7 ტური. 28 სექტემბერი.

შეფილდ იუნაიტედი - ლივერპული 0:1

შეფილდი. „ბრემოლ ლეინი.“ 31 774

0:1 ვეინალდუმი (70)

შეფილდი: ჰენდერსონი, ო’კონელი, ეგანი, ბეშამი, ბოლდოკი, სტივენსი, ფლეკი, ნორვუდი (კლარკი 77), ლუნდსტრამი, მაკბერნი, რობინსონი (მუსე 60)

მწვრთნელი: კრის ვაილდერი

ლივერპული: ადრიანი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი (ორიჯი 64), მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 90+4), სალაჰი, ფირმინო (მილნერი 88)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ო’კონელი (63); ადრიანი (84)

ევერტონი - სიტი 1:3

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 39 222

0:1 ჟეზუსი (24), 1:1 კალვერტ-ლევინი (33), 1:2 მაჰრეზი (71), 1:3 სტერლინგი (85)

ევერტონი: პიკფორდი, კოულმენი, კინი, მინა, დინი, შნედერლენი (დევისი 81), დელფი, უოლკოტი (აივობი 7, კენი 74), სიგურდსონი, რიშარლისონი, კალვერტ-ლევინი

მწვრთნელი: მარკო სილვა

სიტი: ედერსონი, უოკერი, ოტამენდი, ფერნანდინიო, ზინჩენკო, გიუნდოგანი, როდრი, მაჰრეზი, დე ბრუინი (ბერნარდუ სილვა 80), სტერლინგი (დავიდ სილვა 86), ჟეზუსი (აგუერო 66)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: შნედერლენი (59), მინა (71); როდრი (38), ოტამენდი (51)

ჩელსი - ბრაიტონი 2:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 683

1:0 ჟორჟინიო (50 პენ), 2:0 ვილიანი (76)

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, ტომორი, ალონსო, ჟორჟინიო, ბარკლი (კოვაჩიჩი 68) , ვილიანი, პედრო (ჰადსონ-ოდოი 63), მაუნტი, აბრაჰამი (ბატშუაი 84)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

ბრაიტონი: რაიანი, მონტოია, დანკი, უებსტერი, სტივენსი, მუი (კონოლი 65), ბისუმა (ბონგი 46), ბერნი, გროსი, მოპე (მიურეი 80), ალსატე

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: კრისტენსენი (23), ალონსო (31); მოპე (28), ალსატე (33), უებსტერი (49)

ტოტენჰემი - საუთჰემპტონი 2:1

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 59 645

1:0 ნდომბელე (24), 1:1 ინგზი (39), 2:1 კეინი (43)

ტოტენჰემი: ლორისი, ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, უინკსი (ვანიამა 90+3), სისოკო, ნდომბელე (დაიერი 78), ერიკსენი, სონი (ლამელა 64), კეინი

მწვრთნელი: მაუსრსიო პოჩეტინო

საუთჰემპტონი: განი, ვესტერგორი (არმსტრონგი 79), ბედნარეკი, იოშიდა, ბერტრანი, რომეუ, უორდ-პროუსი, ჰოიბიერგი, ბუფალი (ლონგი 88), რედმონდი, ინგზი (ობაფემი 83)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: ორიე (27); იოშიდა (68), ბედნარეკი (82)

გაძევება: ორიე (31)

ასტონ ვილა - ბარნლი 2:2

1:0 ელ ღაზი (33), 1:1 როდრიგესი (68), 2:1 მაკგინი (79), 2:2 ვუდი (81)

ბორნმუთი - ვესტ ჰემი 2:2

0:1 იარმოლენკო (10), 1:1 კინგი (17), 2:1 უილსონი (46), 2:2 კრესუელი (74)

ვულვზი - უოტფორდი 2:0

1:0 დოჰერტი (18), 2:0 იანმატი (61 საკ. კარში)

კრისტალ პალასი - ნორვიჩი 2:0

1:0 მილივოევიჩი (21 პენ), 2:0 თაუნსენდი (90+2)

0.136873