ფეხბურთი

21:46 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ვილიანს ზაფხულში დაიმატებს

კატალონიის "ბარსელონა" რაზილიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელს ვილიანს მომდევნო წლის ზაფხულში დაიმატებს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, ფეხბურთელს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ესპანელების მიზანია შემტევი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ.

ვილიანი "ჩელსიში" 2013 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა 298 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 52 გოლი და 53 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს 69 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სტატისტიკა
0.260443