ფეხბურთი

21:13 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ზამთარში „სიტი“ ფეხბურთელებს არ იყიდის. ფული არ გვაქვს“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუხედავად დაცვაში არსებული პრობლემებისა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ახალ ფეხბურთელებს არ იყიდიან.

სეზონის სტარტზე მცველების ტრავმებმა „ქალაქელებს“ მართლაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გვარდიოლა იძულებულიც კი გახდა, საყრდენი ფერნანდინიო უკან დაეწია.

„ფინანსები ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ზამთარში ფეხბურთელებს არ ვიყიდით. მსუყე ტრანსფერებისთვის ფული ზაფხულშიც არ გვქონდა და არც ზამთარში გვექნება. საკუთარ ფეხბურთელებს დავეყრდნობით. გვყავს ტეილორ ჰარვუდ-ბელისი, ერიკ გარსია და ბიჭები აკადემიიდან. ესენი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეები არიან და მათ ვენდობით.

ვენსან კომპანი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო. ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ მან „ანდერლეხტი“ აირჩია. ჩვენ კი განვითარება გვჭირდება“ - უთხრა გვარდიოლამ Sky Sports-ს.

0.149409