კალათბურთი

0:12 | 28.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ სეზონი MVP-ის ტიტულით გახსნა

ესპანეთის ლიგა ენდესაში ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყეს „ბასკონიამ“ და თორნიკე შენგელიამ. ბასკებმა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში „ესტუდიანტესს“ ადვილად, 105:82 აჯობეს, ხოლო პარკეტზე საუკეთესო ქართველი ლეგიონერი გახლდათ.

„ბასკონიას“ პირველ ტაიმში შედარებით გაუჭირდა და დიდ შესვენებაზე მხოლოდ ერთქულიანი ჰანდიკაპით გავიდა, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდებში მასპინძელთა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა.

შენგელიამ კი აღნიშნულ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ჩვენებურმა 24:23 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა.

ცნობისთვის, შენგელია ორივე გუნდის რიგებში მოპოვებული ქულებისა (19) და მარგი ქმედების კოეფიციენტით (21) საუკეთესო იყო და მატჩის MVP-იც დამსახურებულად გახდა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეტ ჯენინგმა 26:54 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. „ბასკონია“ კი მომდევნო ტურში, 29 სექტემბერს, „ბარსელონას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126411