ჩოგბურთი

22:32 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე ვალენსიის ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. ჩვენებური რუმინელ ირინა მარია ბარას ვერ გაუმკლავდა და ორ სეტში მარცხი განიცადა.

შეხვედრა მხოლოდ საათსა და 20 წუთს გრძელდებოდა და მხოლოდ პირველი სეტი გამოდგა დაძაბული, რომელიც რუმინელმა 6:4 მოიგო. მეორე სეტში კი ბრძოლა არ ყოფილა და 6:0 დასრულდა.

ამრიგად, გორგოძემ ვალენსიაში ორი ეტაპი გადალახა, როდესაც რუსი ვალენტინა ივახნენკო (2:0) და იტალიელი მარტინა ტრევიზანი (2:1) დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111929