ფეხბურთი

13:51 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექემმა სააგენტო ფირმა დააარსა

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დევიდ ბექემი, მალე აგენტად მოგვევლინება. Mirror-ის ცნობით, გასულ ზაფხულს მან უკვე დააფუძნა სააგენტო ფირმა Footwork Management Limited, რომელშიც დირექტორი თავადაა. ასევე იქ არიან მისი ახლო მეგობარი დეივ გარდნერი და ნიკოლა ჰაუსონი, რომელსაც პიარსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება აქვს.

ბექემის ფირმა ვიწრო წრისთვის იმუშავებს. მაგალითად, მალე მათი ფრთის ქვეშ მოხვდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამომავალი ვარსკვლავი, მეისონ გრინვუდი. 17 წლის შემტევმა უკვე 4 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში.

შეგახსენებთ, რომ ბექემი ამერიკული საფეხბურთო კლუბის, „ინტერ მაიამის“ თანამფლობელიცაა.

0.115978