ფეხბურთი

0:57 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კასპერ დოლბერგი თანაგუნდელმა გაქურდა

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ „ნიცას“ დანიელი ახალწვეული კასპერ დოლბერგი კლუბის ბაზაზე იმ დროს გაძარცვეს, როდესაც თავად ვარჯიშობდა. დოლბერგის საათი, რომლის ღირებულება 70 ათას ევროს შეადგენდა, გასახდელიდან დაიკარგა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, დოლბერგის საათის ქურდობაში მთავარი ეჭვმიტანილი „ნიცას“ახალგაზრდული გუნდის წევრი ლამინე დიაბი-ფადიგაა.

კლუბი გამოძიებას აწარმოებს და თუ ფადიგას ბრალი დამტკიცდება, ფეხბურთელთან „ნიცა“ კონტრაქტს გაწყვიტავს. ფადიგა ფრანგულ გუნდში 13 წლის ასაკში გამოჩნდა და 2018-2019 წლების სეზონში ლიგა 1-ში 6 თამაშიც გამართა.

რაც შეეხება დოლბერგს, „ნიცას“ გასულ ზაფხულს ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეუერთდა.

0.113606