ფეხბურთი

22:14 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოშტამ შესაძლოა "ატლეტიკო" დატოვოს

ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელმა თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდის "ატლეტიკო" დატოვოს. როგორც CalcioMercato იუწყება, ჩინური და ყატარული კლუბები ესპანელის გადაბირებით არიან დაინტერესებული.

კოშტა "ატლეტიკოში" "ჩელსიდან" 2018 წლის იანვარში დაბრუნდა. გასულ სეზონში დიეგომ ტრავმის გამო ნახევარი სეზონი გამოტოვა და 21 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში დიეგომ ხუთ მატჩში ერთხელ გამოიჩინა თავი.

სტატისტიკა
0.287371