ჩოგბურთი

21:10 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძე ვალენსიის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე ვალენსიის ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

ჩვენებურმა მერვედფინალში იტალიელ მარტინა ტრევიზანს მძიმე ბრძოლაში აჯობა. შეხვედრა 2 საათსა და 52 წუთს გრძელდებოდა და გორგოძემ სამ სეტში 6:2, 4:6, 6:3 იმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ ეკომ 1/16 ფინალში რუსი ვალენტინა ივახნენკო დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში 27 სექტემბერს, რუმინელ ირინა მარია ბარას დაუპირისპირდება.

0.155561