ფეხბურთი

17:52 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ესპანეთში ჩავა, რათა „ბარსელონას“ წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცეს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, დღეს, 26 სექტემბერს, ესპანეთში ჩაფრინდება, რათა ყოფილი კლუბის, „ბარსელონას“ წინააღდეგ, სასამართლოში ჩვენება მისცეს - გვამცნობს Marca.

ბრაზილიელი ესპანეთში პსჟ-ის მორიგი ვარჯიშის შემდეგ გაემგზავრება და ხვალ, 27 სექტემბერს, სასამართლოში გამოცხადდება, რათა „ბარსელონას“ მიერ ბონუსის გადაუხდელობის თაობაზე ილაპარაკოს.

ნეიმარი კატალონიური კლუბისგან 26 მილიონი ევროს ბონუსის გადახდას ითხოვს. „ბარსელონა“ კი პირიქით, მას უჩივის და 14 მილიონს სთხოვს, ლოიალურობისთვის. „ბარსას“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ 2017 წელს, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ნეიმარი ბონუსს აღარ იმსახურებდა.

0.113612