ფეხბურთი

14:48 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარგი ამბავი: გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს (+VIDEO)

გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა - გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. „გენტის“ ვებგვერდის ცნობით, ქართველმა დღევანდელ საწვრთნელ პროცესში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ჩვენებურის მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერაც უცნობია, მაგრამ ფაქტი, რომ ვარჯიშს შეუდგა, უკვე პოზიტიურია და არც უშუალოდ მატჩებში მონაწილეობა იქნება ძალიან შორს. ბელგიური მედიის ცნობით კი, ქართველი შემტევი სათამაშოდ მზად ერთ თვეში იქნება.

შეგახსენებთ, გიორგიმ ბოლოს 21 აპრილს, ბრიუსელის „ანდერლეხტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. სარეაბილიტაციო კურსი კი აქამდე გრძელდებოდა.

აქვე ვთქვათ, რომ გუშინ „გენტმა“ ბელგიის თასზე „აალსტი“ 4:0 გაანადგურა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. გიორგი ქვილითაიამ კი დუბლის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112113