ფეხბურთი

12:17 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა, ბრაზილიელი ნეიმარისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს - წერს Mundo Deportivo. გამოცემის ცნობით, პარიზელები ნეიმარს უახლოეს დღეებში დაელაპარაკებიან.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ნეიმარი პარიზში დარჩენას. გასულ ზაფხულს მას „ბარსელონაში“ დაბრუნება სურდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა და პსჟ-მა ვერ მოილაპარაკეს.

სამაგიეროდ, პარიზელი გულშემატკივრები აღშფოთდნენ, და ახალდაწყებული სეზონის საშინაო მატჩებში, ბრაზილიელის მიმართ სალანძღავი ბანერების გამოფენასაც არ ერიდებიან.

სატრანსფერო დავიდარაბის გამო, ნეიმარმა სეზონის დასაწყისი გამოტოვა. შემდეგ კი ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.116612