ფეხბურთი

12:53 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ 16 წლის ფეხბურთელმა რეკორდი დაამყარა

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჰარვი ელიოტმა, საკლუბო რეკორდი დაამყარა. 25 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში, „მილტონის“ (2:0) წინააღმდეგ, ის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.

ამ დროისთვის ის 16 წლის და 174 დღის გახლდათ. Opta-ს ცნობით, ეს საკლუბო რეკორდია. მანამდე მერისისაიდული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ასეთ ახალგაზრდულ ასაკში არავის უთამაშია.

ელიოტი გასულ ზაფხულს გადავიდა „ლივერპულში“ „ფულემიდან.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118836