თამაშგარე

10:51 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასტიანის და ანას ოჯახის სიმტკიცის საიდუმლო

გერმანელი ფეხბურთელის ბასტიან შვაინშტაიგერისა და სერბი მეჩოგის ანა ივანოვიჩის ცოლ-ქმრული თანაცხოვრება ბევრისდა მოულოდნელად მტკიცე აღმოჩნდა და როგორც ევროპელი “ყვითელი მოკალმეები“ იუწყებიან, ეს ოჯახური სიმტკიცე პირველყოვლისა ბასტიანის დამსახურებაა.

შვაინშტაიგერმა ჯერ კიდევ ანა ივანოვიჩის ცოლად მოყვანამდე განაცხადა, რომ დადგა ჟამი, როდესაც საბოლოოდ უნდა მოკიდებოდა ოჯახს და იმჟამად ცხოვრების ისეთ ეტაპზე იყო, როდესაც ნავარდი და ხვინტრიცი აღარ აინტერესებდა და ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებასაც გაცნობიერებულად იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ისევ და ისევ ბულვარულმა მედიამ ამოქექა, რომ თითქოს გერმანელ მობურთალს ქონდა ცოლის ღალატის შემთხვევები, ამან წყვილის თანაცხოვრებაზე საბოლოო გავლენა მაინც ვერ მოახდინა და ეს ჩვენს დროში განსაკუთრებულად დასაფასებელი ამბავია.

0.155552