ფეხბურთი

2:56 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტეს "ინტერის" ისტორიაში შესასვლელად ხუთი თამაში დასჭირდა

ანტონიო კონტემ ეს-ესაა „ინტერში“ მოღვაწეობა დაიწყო, მაგრამ გუნდის ისტორიაში შესვლა უკვე მოახერხა. იტალიელი სპეციალისტი „ნერაძურის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სადებიუტო სეზონში სერია A-ში საწყისი 5 მატჩის მოგება ზედიზედ შეძლო.

„ინტერმა“ იტალიის ჩემპიონატის ეგიდით „ლეჩეს“ (4:0), „კალიარის“ (2:1), „უდინეზეს“ (1:0) , „მილანსა“ (2:0) და „ლაციოს“ (1:0) აჯობა. შავ-ლურჯები კალჩოს ერთპიროვნულად, 15 ქულით ლიდერობენ და „იუვენტუსს“, რომელსაც 10 დღეში უმასპინძლებენ, 2 ქულით უსწრებენ.

შეგახსენებთ, კონტემ „ინტერი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით მილანელებმა მხოლოდ ერთი თამაში ვერ მოიგეს - ჩემპიონთა ლიგაზე „სლავიასთან“ (1:1).

0.10897