ფეხბურთი

1:04 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ პრიმერას ერთპიროვნული ლიდერია

მადრიდის „რეალმა,“ უაზაროდ, უბეილოდ და უბენზემოდ, იოლად დაამარცხა „ოსასუნა“ და დიდი ხნის შემდეგ, 14 ქულით, პირველად გახდა პრიმერას ერთპიროვნული ლიდერი. ორივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს, ჯერ ვინისიუსმა შეაგდო ულამაზესი ბურთი და სიხარულისგან ალალად აქვითინდა. მის მაგიერ მინდორზე გასულმა თანამემამულე როდრიგომ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. იყო კიდევ მადრიდელთა ერთი გოლი, რომელიც ლუკა იოვიჩმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა, ვიდეოარბიტრის მეშვეობით, მილიმეტრიანი თამაშგარე დააფიქსირა.

„ატლეტიკო“ პალმა დე მალიორკას სხვადასხვა ტურნირებში ზედიზედ სამი მოუგებელი მატჩის შემდეგ ეწვია და თავიდანვე აგრძნობინა ყველას, რომ ის პატარა ჩავარდნა მხოლოდ შემთხვევითობის ბრალი იყო.

ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა, მაგრამ სტუმათა უპირატესობა აშკარა იყო, რაც 26-ე წუთზე დიეგო კოშტას გოლში გამოიხატა. მალევე ჟოაო ფელიშმა მოინადირა პენალტი, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, მსაჯმა გადაწყვეტილება გააუქმა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა შესანიშნავი 15-წუთიანი მონაკვეთი ჩაატარეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და გოლი საკუთარ კარში მიიღეს - ფელიშის დარტყმული ჯერ მეტოქე მცველს შეეხო, შემდეგ ძელს და ისე შეგორდა ბადეში.

მადრიდელებმა ბოლო 12 წუთი კაცნაკლულებმა ჩაატარეს, ორი ყვითელი ბარათის გამო, მსაჯმა მოედნიდან ალვარო მორატა დაითხოვა.

ვალენსიის „მესტალიაზე“ დიდი ვნებათაღელვა იყო. სტუმარმა ხეტაფელებმა პირველივე წუთზე გახსნეს ანგარიში და მერეც უკეთ ირჯებოდნენ. უფრო აქტიურები ჩანდნენ, თითქოს მეტად მოტივირებულები არიანო.

თუმცა, ბურთს „ვალენსია“ უფრო აკონტროლებდა. მერე მოხდა 9-წუთიანი ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც მასპინძლებმა სამი გოლი გაიტანეს. მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. სტუმრები ისევ გააქტიურდნენ და კიდევ ორჯერ აიღეს „ღამურების“ კარი. საბოლოოდ - 3:3.

ესპანეთი

პრიმერა. 6 ტური. 25 სექტემბერი

რეალი - ოსასუნა 2:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 57 520

1:0 ვინისიუსი (36), 2:0 როდრიგო (72)

რეალი: არეოლა, ნაჩო, რამოსი, მილიტაო, ოდრიოსოლა, ვალვერდე (ხამესი 82), კაზემირო, კროოსი, ვინისიუსი (როდრიგო 71), ვასკესი, იოვიჩი

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ოსასუნა: რუბენი, ესტუპინიანი, რონკალია, კასტელიანო, ნავასი, გარსია, მონკაიოლა, იბანიესი (ტორესი 70), კარდონა (ავილა 66), მერიდა, ბრანდონი (ვილიარი 65)

მწვრთნელი: იაგობა არასატე

მსაჯი: მატეუ კლაოსი

გაფრთხილება: მილიტაო (10), ნაჩო (57); კასტელიანო (41), ავილა (80)

მალიორკა - ატლეტიკო 0:2

პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“ 19 348

0:1 კოშტა (26), 0:2 ფელიში (65)

მალიორკა: მანოლო, ლუმორი, ბაბა (პრატსი 67), ბუდიმირი (ალეგრია 67), კამპოსი, ლაგო (ტრაიკოვსკი 63), კუბო, როდრიგესი, სასტრე, სევილია, ვალიენტი

მწვრთნელი: ვისენტე მორენო

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ფელიპე, სავიჩი, არიასი, საული, ტომასი, კოკე, ფელიში (ლიორენტე 83), კოშტა (მორატა 69), ვიტოლო (კორეა 57)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ბაბა (5), ბუდიმირი (7), კამპოსი (77); სავიჩი (13), ფელიპე (55), მორატა (77), კორეა (86)

გაძევება: მორატა (78)

ლეგანესი - ბილბაო 1:1

0:1 გარსია (59 პენ), 1:1 როდრიგესი (62)

ვალენსია - ხეტაფე 3:3

0:1 მატა (1), 1:1, 2:1 გომესი (30, 34), 3:1 ინი (39), 3:2 ხასონი (66), 3:3 ანხელი (69)

0.109992