ფეხბურთი

1:35 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიამ 4-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

საქართველოს ნაკრების მცველმა სოლომონ კვირკველიამ 4-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის „ლოკომოტივის“ რიგებში მაისის შემდეგ პირველად გამოჩნდა და რუსეთის თასის 1/16 ფინალში „ბალტიკასთან“ ითამაშა.

კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო, 120 წუთი გაატარა მინდორზე და 47-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლოკომოტივი“ აღნიშნულ შეხვედრაში იგებდა, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა და თასის გათამაშებას, რომლის მოქმედი გამარჯვებული იყო, დაემშვიდობა.

ცნობისთვის, კვირკველია მოედანს 26 მაისის შემდეგ დაუბრუნდა, როდესაც გასული სეზონის ბოლო ტურში „უფასთან“ ტრავმა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11186