ფეხბურთი

14:45 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები ერთა ლიგის ფორმატში, მასპინძელი ქალაქები და მესამე ევროტურნირის სახელი - უეფას კონგრესის შედეგები

გუშინ სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში უეფას კონგრესი გაიმართა, სადაც სხვადასხვა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მათ შორის, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქი იყო, თუმცა, უეფამ თბილისს სევილია ამჯობინა და შესაბამისად, საქართველოში პრესტიჟული თამაშის ჩატარების პერსპექტივა სამომავლოდ გადაიდო.

გარდა ამისა, უეფმა არაერთ თემაზე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება:

ცვლილება ერთა ლიგაზე

ერთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშების სტრუქტურა შეიცვალა. თუ აქამდე A დივიზიონში 12 ნაკრები თამაშობდა, ახალი სეზონიდან ქვოტები შემდეგნაირად გადანაწილდება: A დივიზიონი 16 ნაკრები, B დივიზიონი 16 ნაკრები, C დივიზიონი 16 ნაკრები და D დივიზიონი 7 ნაკრები. კონგრესში მონაწილეობა უეფას წევრი 55-ვე ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს და აღნიშნული გადაწყვეტილებით ამხანაგური მატჩები პრაქტიკულად გაუქმდება. შესაბამისად, 2019-2020 წლების ერთა ლიგიდან დივიზიონიდან დაქვეითებული ნაკრებები აღარ დაქვეითდებიან. მაგალითად, A დივიზიონი გერმანიას, ხორვატიას, პოლონეთსა და ისლანდიას უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ გუნდების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, ეს აღარ მოხდება. თუ აქამდე ოთხი სამგუნდიანი ჯგუფი იქმნებოდა, ახლა 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება (A, B და C დივიზიონში), საიდანაც ჯგუფის გამარჯვებულები ძველი პრინციპით გავლენ პლეი-ოფში.

ჯგუფებში ბოლო ტურის მატჩები ერთსა და იმავე დღესა და დროს დაიწყება სპორტული პრინციპების დაცვის მიზნით. როგორც უკვე ვთქვით, პლეი-ოფის სისტემა უცვლელი დარჩება. ამასთან, კომიტეტმა დაადასტურა, რომ ახალი ერთა ლიგის წილისყრა 2020 წლის 3 მარტს ამსტერდამში გაიმართება. იმავე დღეს და იმავე ადგილას, სადაც უეფას კონგრესი ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები 2020-2021 წლების ერთა ლიგაზე C დივიზიონში ითამაშებს: ოთხივე დივიზიონი კი შემდეგნაირად დაკომპლექტდება:

A დივიზიონი

პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი

B დივიზიონი

რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი

C დივიზიონი

საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

D დივიზიონი

გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტანშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

ტურნირის განრიგი

ჯგუფური ეტაპი

I ტური: 3-5 სექტემბერი, 2020

II ტური: 6-8 სექტემბერი, 2020

III ტური: 8-10 ოქტომბერი, 2020

IV ტური: 11-13 ოქტომბერი, 2020

V ტური: 12-14 ნოემბერი, 2020

VI ტური: 15-17 ნოემბერი, 2020

ერთა ლიგაზე ბოლოსკენ ის ვთქვათ, რომ C დივიზიონის (სადაც საქართველო ითამაშებს) 16 გუნდი ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდებიან. პირველ ადგილზე გასული ნაკრებები (ოთხი ნაკრები, ჯგუფების გამარჯვებულები) B დივიზიონში დაწინაურდებიან, ხოლო D დივიზიონში არა ოთხი, არამედ ორი ნაკრები გავარდება. ეს პლეი-ოფის სისტემით გამოვლინდება. ოთხი ჯგუფის ბოლო ადგილოსნები დაწყვილდებიან და სახლში-სტუმრად თამაშის პრინციპით ორი დამარცხებული დაქვეითდება.

უეფას ტურნირების მასპინძლები

2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - სანქტ-პეტერბურგი

2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - მიუნხენი

2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი - ლონდონი (უემბლი)

2021 წლის ევროპა ლიგის ფინალი - სევილია (რამონ სანჩეს პისხუანი)

2021 წლის ევროპის სუპერთასის მასპინძელი - ბელფასტი

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ფუსტალში - ჰოლანდია

ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი - 2021 წელი კვიპროსი, 2022 წელი ისრაელი

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი - 2021 წელი რუმინეთი, 2022 წელი სლოვაკეთი

ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი ქალთა შორის - 2021 წელი ფარერები, 2022 წელი ბოსნია

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი ქალთა შორის - 2021 წელი ბელარუსი, 2022 წელი ჩეხეთი

VAR და Goal-Line-ს ტექნოლოგია

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ VAR-ი გამოიყენოს ევროპა ლიგის 2019-2020 წლების სეზონში პლეი-ოფის ეტაპიდან. უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 2021 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ამუშავდება Goal-Line-ს ტექნოლოგიაც.

უეფას მესამე ტურნირი - უეფას ევროპა კონფერენს ლიგა

უეფას მესამე ევროტურნირის სახელი დამკტიცდა, როგორც უეფას ევროპა კონფერენს ლიგა. ახალ ტურნირი 2021 წელს დაიწყება და მატჩები ხუთშაბათს, 18:45 და 21:00 საათზე ჩატარდება (ევროპული დროით), როგორც ევროპა ლიგაზე. მატჩების დაწყების ახალი დრო დამტკიცდება ჩემპიონთა ლიგაზეც 2021 წლიდან, სადაც ახლა შეხვედრების ნაწილი 18:55 საათიდან იწყება.

უეფას აღმასკომის მორიგი შეხვედრა 4 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.

0.119025