თამაშგარე

10:50 | 25.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას შეთავაზება ლუსია ოსკეროვას

წარმოშობით სლოვაკი მოდელი და მსახიობი ლუსია ოსკეროვა უკვე კარგა ხანია, რაც ჰოლივუდში მოღვაწეობს და რამდენიმე საინტერესო კინოსახის შექმნაც მოასწრო. იგი ასევე წარმატებით მოღვაწეობს ანიმაციურ სამყაროში და მისი გახმოვანებით არაერთი თანამედროვე ანიმაციური ფილმი იხილეს მოზარდებმა და არამხოლოდ მათ.

თუმცა, სულ ახლახანს ლუსიას მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ -ფიფამ სრულიად ახალი და მისთვის მეტად დამაინტრიგებელი წინადადება შესთავაზა. მსოფლიო ფეხბურთის ბოსებს სურთ, რომ ოსკეროვამ 2022 წელს ყატარში გასამართი მუნდილის თეატრალურ მხარეებზე იზრუნოს.

ლუსია ოსკაროვა მის სხვა კოლეგებთან ერთად იქნება პასუხისმგებელი მუნდიალის მატჩებისწინა გახსნის თეატრალურ მხარეზე, მიღებების დაგეგმვაზე, დახურვის ცერემონილის დადგმაზე და სხვა... თავად სლოვაკური წარმოშობის ლამაზმანი ამ შეთავაზებით მეტად დაინტრიგებულია და რაც გამოუვა, ყველა ერთად ვნახავთ და გავიგებთ.

0.153155