ფეხბურთი

21:24 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. თბილისის „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

თუმცა, ორივეს დიდი ჯაფა დაადგა, რომ მეოთხედფინალური ბარიერი დაეძლიათ. „ლოკომოტივი“ მარტვილში „მერანს“ ესტუმრა და დამატებითი დრო დასჭირდა, რომ ნახევარფინალის საგზური მოეპოვებინა.

ინჯგიას პირველ ტაიმში გატანილ გოლს მარტვილელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში უპასუხეს, რითაც დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 110-ე წუთზე კი, ანდრონიკაშვილის გოლმა „რკინიგზელებს“ გამარჯვება მოუტანა.

ასევე დამატებით დროში მოიგო და ასევე „მერანთან“, ოღონდ, თბილისის „მერანთან“ „საბურთალომ“. საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერის დაპირისპირება უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და 105-ე წუთზე გაგი მარგველაშვილის გოლი გამოდგა ერთადერთი.

ხვალ დარჩენილი ორი მეოთხედფინალი გაიმართება: „გარეჯი“ – „თბილისი“, „რუსთავი“ – „ტორპედო“.

„მერანი“ (თბილისი) – „საბურთალო“ 0:1 დ.დ (0:0)

გოლი: 0:1 მარგველაშვილი (105)

„მერანი“ (მარტვილი) – „ლოკომოტივი“ 1:2 დ.დ (0:1)

გოლები: 0:1 ინჯგია (23), 1:1 ბუხაიძე (90), 1:2 ანდრონიკაშვილი (110)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112193