ფეხბურთი

15:18 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ მინიმუმ ზამთრამდე დარჩება

„იუვენტუსის“ შემტევი, მარიო მანჯუკიჩი, კლუბს მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე არ დატოვებს - გვამცნობს Sky Sports. წყაროს მტკიცებით, 33 წლის ხორვატი ვერაფრით შეუთანხმდა ყატარულ „ალ რაიანს.“

თავდამსხმელი თავისი აგენტის მეშვეობით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ყატარელებთან, მაგრამ ფინანსურ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. „იუვენტუსი“ ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ ყატარულმა კლუბმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა.

მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მაგამ ტურინულ კლუბში მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარის მისვლის შემდეგ, ხორვატმა ძირითად შეადგენლობაში ადგილი დაკარგა. არც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანეს.

0.1117