ფეხბურთი

23:58 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ვერსიით ლიონელ მესი 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ფიფამ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა და აღნიშნული წოდება ლიონელ მესის ხვდა წილად.

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსა და „ლივერპულის“ მცველ ვირჯილ ვან დეიკს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ფორმატით, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მესიმ პირველად მოიპოვა. შარშან კი, საუკეთესოდ ლუკა მოდრიჩი აღიარეს.

სტატისტიკა
0.266707