სხვა

21:30 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ყულაბას პირველი მედლები რევაზ დავითაძემ მოუტანა.

89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში 166,169 და 172 კილოგრამებს გაართვა თავი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ამის შემდგომ 21 წლის ქართველმა აკვრაში მოსინჯა ძალები, სადაც 199 კილოგრამი დასძლია. ორჭიდის ჯამში კი 371 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

აქვე გეტყვით, რომ რევაზ დავითაძეს აქამდე მსოფლიოს და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები აქვს მოგებული, გასულ წელს კი საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა.

ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბერს დასრულდება, მანამდე კი ხვალ ფიცარნაგზე 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანტონ პლესტნოი გამოვა.

აქვე გეტყვით, რომ 102 კგ. ირაკლი ჩხეიძე 25 სექტემბერს თბილისის დროით 17:25 საათზე გამოვა. ტურნირის ბოლო დღეს კი +109 კგ. გიორგი ჩხეიძე და 109 კგ. ლაშა ტალახაძე ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1146