ფეხბურთი

17:59 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ტოპ ჩემპიონატების რეკორდსმენია

ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპულს“ დიდებული სტარტი აქვს და 6 ტურის თავზე გათამაშებას უდანაკარგოდ ლიდერობს, თანაც, „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით სჯაბნის.

Opta-ს ცნობით, „ლივერპული“ ტოპ ჩემპიონატების (პრემიერლიგა, ბუნდესლიგა, ლა ლიგა, სერია A, ლიგა 1) ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სეზონის საწყისი 6 თამაში ზედიზედ 2 სეზონის განმავლობაში მოიგო.

მიმდინარე სეზონში „წითლებმა“ „ნორვიჩი“ (4:1), „საუთჰემპტონი“ (2:1), „არსენალი“ (3:1), „ბარნლი“ (3:0), „ნიუკასლი“ (3:1) და „ჩელსი“ (2:1) დაამარცხეს. შარშან კი, იმავე პერიოდში „ვესტ ჰემს“ (4:0), „კრისტალ პალასს“ (2:0), „ბრაიტონს“ (1:0), „ლესტერს“ (2:1), „ტოტენჰემსა“ (2:1) და „საუთჰემპტონს“ (3:0) აჯობეს.

ერთი წლის წინ იურგენ კლოპის გუნდის ძლევამოსილი სვლა მე-7 ტურში „ჩელსისთან“ ფრით დასრულდა (1:1).

0.112704