ფეხბურთი

14:48 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი სერია A-ს ისტორიაში

ფლორენციის „ფიორენტინას“ შემტევი ფრანკ რიბერი იტალიის სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ლეგიონერი გახდა, რომელმაც სადებიუტო გოლის გატანა შეძლო.

მეოთხე ტურში ფრანგმა ბერგამოს „ატალანტას“ კარში ეფექტური გოლი გაიტანა და იმ მომენტში 36 წლისა და 168 დღის ასაკის გახლდათ.

Opta-ს ცნობით, რიბერიზე მხცოვან ასაკში იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი არავის გაუტანია ლეგიონერთა შორის.

შეგახსენებთ, ფრანკ რიბერი „ფიორენტინას“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

0.112908