ჩოგბურთი

21:15 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ საერთაშორისო ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ საფრანგეთში სენ-მალოს 60 000 დოლარიანი ტურნირი წყვილთა თანრიგში მოიგო.

ეკოს მეწყვილე ბელგიის სახელით მოასპარეზე უკრიანელი მარინა ზანევსკა იყო. მათ ფინალში ესპანურ-ხორვატული დუეტი ბოლშოვა - ზადოინოვა-მრდეზა მძიმე ბრძოლაში 6:7, 7:5, 10:8 დაამარცხეს. შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

გორგოძემ ბოლო ორ კვირაში მეორე ტიტული მოიპოვა. გასულ კვირას ეკომ ერთეულთა თანრიგში ფრიდეკ-მისკეტის 25 000 დოლარიანი ტურნირი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.223297